20 ოქტომბერი 2019,   20:08
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ  

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღესაც გაგრძელდება. ამჟამად, დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციები მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ.

დეპუტატების მთავარი კითხვები მოსამართლეების კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციას შეეხება. ოპოზიცია ამ პროცესით უკმაყოფილებას გამოთქვამს და კლანის ინტერესებზე მიუთითებს.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ საზოგადოებას დავანახოთ, თუ ვის გვთავაზობს ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც მართავს კლანი“ - ამბობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე.

უმრავლესობაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მერაბ გაბინაშვილს მოსამართლეობის დიდი გამოცდილება და საინტერესო ბიოგრაფია აქვს, მთავარია როგორ წარმოაჩენს ის საკუთარ თავს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ იურიდიულ კომიტეტში მას კითხვებს მის წარსულ საქმიანობასა და კომპეტენციაზეც დაუსვამენ. 

დღის ამბები