20 ოქტომბერი 2019,   16:10
ვრცლად
წითელი ნისლის შედეგად ინდონეზია მარსს დაემსგავსა

ინდონეზიაში ცა სისხლისფერია. ტყეებში გაჩენილმა ხანძარმა ერთ-ერთი პროვინცია, ჯამბი მარსს დაამსგავსა. თვითმხილველებმა სოციალურ ქსელებში შესამაბისი ფოტო-ვიდეო მასალა გაავრცელეს.

წითელი  ნისლი ინდონეზიაში ამჟამად მიმდინარე ტყის ხანძრების შედეგია. სპეციალისტები წითელ ფერს იშვიათი რელიეფური გაფანტვის ფენომენს უკავშირებენ.

ინდონეზიის კატასტროფების ეროვნული სააგენტოს თქმით, 2019 წლის პირველ 8 თვეში ქვეყანაში ხანძრების შედეგად უკვე 328 724 ჰექტარი განადგურდა.

დღის ამბები