20 ოქტომბერი 2019,   15:59
ვრცლად
პრეზიდენტის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა - უმრავლესობა გამოძიების პასუხს ელოდება

შეწყალებების სკანდალთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარდა,  სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.

„აუცილებელია ხაზი გაესვას იმას, რომ ეს არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ კუთხით, რომ დადგინდეს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე.“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კორუფციის შესაძლებლობას გამორიცხავს, თუმცა გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტის დაკითხვას ემხრობა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი. მისი თქმით, კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ, რომელიც უკვე მიმდინარეობს:

„მე გამოვრიცხავ კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა გამოძიებამ უნდა თქვას ამაზე პასუხი, მიმდინარეობს გამოძიება იმ მუხლით, რასაც ჰქვია თანამდებობის ბოროტად გამოყენება,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები