20 ოქტომბერი 2019,   15:47
ვრცლად
ევროპის ფონდის კვლევა: ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 71% უჭერს მხარს

ევროპის ფონდის კვლევის მიხედვით, 2019 წელს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 71%-ს შეადგენს. კვლევის  ფარგლებში, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, საქართველოს 2746 მოქალაქე გამოიკითხა.

ევროპის ფონდის პრეზიდენტ ქეთევან ვაშაკიძის  განცხადებით,  კვლევამ ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ საქართველოს მოსახლეობის  ძალიან მაღალი მხარდაჭერა აჩვენა. ვაშაკიძის თქმით,  ევროკავშირი საზოგადოებაში აღიქმება როგორც მშვიდობის, დემოკრატიისა და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობის გაძლიერების ინსტიტუცია.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი მოხარულია, რომ მოსახლეობაში ევროკავშირის მიმართ ნდობა დიდია. ჰარცელი აღნიშნავს, რომ კვლევამ წამოწია უამრავი საკითხი, რომელთა შესახებ მსჯელობაა საჭირო.

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებასა და ცოდნას ევროპის ფონდი 2009 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ აფასებს. კვლევა, რომელიც  “CRRC საქართველომ” ჩაატარა, 2019 წლის 1-ლიდან 20 მარტამდე პერიოდს მოიცავს და მისი  ცდომილება 2%-ია.

დღის ამბები