20 ოქტომბერი 2019,   20:21
ვრცლად
კენიაში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა ათობით მოსწავლე

კენიის დედაქალაქ ნაირობიში, სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად,  7 მოსწავლე დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა.

მაშველებმა ნანგრევებიდან 64 მოსწავლე ამოიყვანეს. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ მიღებული.

სკოლის დირექტორის თქმით, შენობის ფუნდამენტის რღვევა, შესაძლებელია, ახლომდებარე საკანალიზაციო სისტემას გამოეწვია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები