20 ოქტომბერი 2019,   14:58
ვრცლად
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა 34-კაციან სიაში ნარკორეალიზებისთვის მსჯავრდებული ორი პირია.

განცხადება უწყებამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა, სადაც წერია, რომ 34 წლის ქალს სასჯელი გაუნახევრდა, თუმცა საპატიმრო არ დაუტოვებია, ნარკორეალიზატორობისთვის დაკავებული კიდევ ერთი პირი კი საპატიმროდან გათავისუფლდა.

"34 წლის თეა ბ-ს, რომელიც სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იხდის სასჯელს, სასჯელი გაუნახევრდა, თუმცა ციხე არ დაუტოვებია.

რაც შეეხება ნარკორეალიზებისთვის მსჯავრდებულ კიდევ ერთ პირს, 25 წლის სანდრო ა, რომელიც 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა და პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის ვადაც ორი წლით შეუმცირდა," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები