20 ოქტომბერი 2019,   20:14
ვრცლად
"ვერანაირად ვერ გამგოდება NDI-ს შეფასება ჩვენთვის რაიმე სახელმძღვანელოდ" - ნათია თურნავა

ვერანაირად ვერ გამოდგება NDI-ს შეფასება ჩვენთვის რაიმე სახელმძღვანელოდ - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ეროვნულ-დემოკრატიული“ კვლევის შედეგების გასაჯაროების შემდეგ გააკეთა.

ეკონომიკის მინისტრისთვის, NDI-ს კვლევები მიუღებელია და ორიენტირად არ გამოდგება. ნათია თურნავა უპირატესობას ოფიციალურ სტატისტიკას ანიჭებს, სადაც როგორც თავად ამბობს, ბევრი პროგრესის დანახვაც შეიძლება.

“NDI-ს ადგილობრივი საველე სამუშაოები ეყრდნობა საკმაოდ ასე ვთქვათ სუბიექტური კითხვების დასმის ტრადიციას, ამიტომაც ეს არის ტრადიციულად პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, ამიტომაც ვერანაირად ვერ გამოდგება NDI-ს შეფასება ჩვენთვის რაიმე სახელმძღვანელოდ, ჩვენი სახელმძღვანელო არის ოფიციალური სტატისტიკა ეგ ერთი, სადაც როგორც პრობლემებია ასახული, ასევე წინსვლაც არის ასახული და პროგრესიც არის ასახული ბევრი მიმართულებით,“ - აცხადებს ნათია თურნავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები