14 ოქტომბერი 2019,   20:04
ვრცლად
“ერთად ერთის წინააღმდეგ“ - 20 სექტემბერის მასშტაბური აქციის სლოგანი

პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე საორგანიზაციო ჯგუფმა “სირცხვილია”-მ განცხადება გააკეთა. ხვალ 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე ორგანიზატორები წარადგენენ ერთწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და პროდასავლური პოლიტიკური ძალების კოორდინირებული და კონსოლიდირებული მოქმედების შესაძლებლობებს მოიცავს.

ასევე, განიხილავს კონკრეტულ ამოცანებს და აქტივობებს, რომელთა განხორციელებასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე აპირებს.დაგეგმილი აქტივობები მიმართული იქნება როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე რეგიონული მმართველობის წინააღმდეგ, რაც ადგილობრივი აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით მიიღწევა.

დღის ამბები