14 ოქტომბერი 2019,   19:48
ვრცლად
ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ამ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ დატოვა.

ნათია მეზვრიშვილი 2013 წლიდან საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო, 2017 წლიდან კი შს მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

 

დღის ამბები