14 ოქტომბერი 2019,   19:32
ვრცლად
გამოკითხულთა 26 პროცენტმა "არ იცის" თუ ვის დაუჭერს მხარს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში - NDI

"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა" (NDI) და "CRRC საქართველო"-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.  ამჯერად კვლევა პოლიტიკური ნაწილისგან შედგება, რომელშიც მთავრობისა და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები იქნება წარმოდგენილი.

ერთ-ერთი კითხვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა. მკვლევარების კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას? " პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

26 პროცენტი - "არ ვიცი"

20 პროცენტი - "ქართული ოცნება"

19 პროცენტი - "არც ერთი პარტია"

9 პროცენტი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

9 პროცენტი - "უარი პასუხზე"

4 პროცენტი - "პატრიოტთა ალიანსი"

4 პროცენტი - "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები"

9 პროცენტი - "სხვა"

29 პროცენტი - "არ აქვს მეორე არჩევანი"

 

დღის ამბები