20 ოქტომბერი 2019,   20:07
ვრცლად
NDI-ის კვლევის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას, 2015 წლის შემდეგ, უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს 

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხული მოქალაქეების 40% ცუდად აფასებს. მაჩვენებელი აპრილის თვეში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, 10%-ით არის გაზრდილი. აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობას ცუდ შეფასებას 30 % აძლევდა.

2015 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ, ეს უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც დაფიქსირდა. 

მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას, გამოკითხული მოსახლეობის 12% კარგად აფასებს, 36% საშუალოდ აფასებს, ხოლო 12 %-ს პასუხი არ აქვს.

 

 

 

დღის ამბები