20 ოქტომბერი 2019,   20:09
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშივილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს საქალაქო სასამართლოში, 20–21 ივნისის საქმეზე დაკავებულის, "გამარჯვებული საქართველო"-ს ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება. ადვოკატები ბრალდებულის უდანაშაულობაზე საუბრობენ და პროცესზე საქმის შეწყვეტას მოითხოვენ. უფლებადამცველები ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ და სანაცვლოდ სასამართლოს 500 000 ლარიან გირაოს შესთავაზებენ.

ცნობილია, რომ ბრალდებულს პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები თავდებში ჩაუგებიან. სხდომის დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე კი სასამართლოსთან ირაკლი ოქრუაშილისა და ამავე საქმეზე დაკავებულების მხარდასაჭერი აქცია პერფორმანსი გამართება. 

დღის ამბები