20 ოქტომბერი 2019,   21:31
ვრცლად
დეპუტატების კითხვები ომბუდსმენთან - პარლამენტი დღეს სახალხო დამცველს მოუსმენს

ხმაურიანი პოლიტიკური განცხადებები. დღეს პარლამნეტში სახალხო დამცველის ელოდებიან. ქვეყნის მთავრი ომბუცმენი დეპუტატებს 2018 წლის ანგარიშს წარუდგენს. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნება საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში. შემეჯამებელი დოკუმენტი სახალხო დამცველმა საკანონმდებლო ორგანოში 20 მარტს შეიტანა.

დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია და უმეტესწილად 2018 წელს მოიცავს, თუმცა მასში, ასევე, გაანალიზებულია ის პრობლემები, რომლებიც მანამდე არსებულ პერიოდში წარმოიშვა და გაგრძელდა. ანგარიშში სიცოცხლის უფლების ჭრილში განხილულია თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის პროპორციულობის გამოძიება, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ეფექტიანობა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მასალებში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები.

პოლიტიკოსები ომბუდსმენის ანგარიშის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ისინი ყურადღებას ქვეყნისთვის მთავარ საკითხებზე გაამახვილებენ.

"ევროპულ საქართელოში" ფიქრობენ, რომ ხელისფულების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან ბევრი შემთხვევა, 2018 წელს დაფიქსირდა. ამასთან, პარტიაში 2018  წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზეც ამახვილებენ ყრუადღებას. 

"2018 წელი იყო გამორჩეული წელი, ადამიანის უფლებების დარღვევისა. შეგვიძლია გავიხსენოთ ხორავას ქუჩის ტრაგედია. მთავარი დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ამ ხელისუფლებამ და დაარღვია ადამიანის უფლებები ეს იყო არჩევნები, სადაც იყო მასობრივი დარღვევები, ზეწოლები ადამიანებზე, მოსყიდვა."-აცხადებს სერგო რატიანი.

პარტია "ერთიანი ნაცილური მოძრაობი"-ს ლიდერი, რომანც გოცირიძე გახმაურებულ საქმეებს იხსენებს და აცხადებს, რომ არც ერთი მათგანი დღემდე ხელისუფლების მხრიდან არ არის გამოძიებული. 

"გასული წელი იყო, იგივე წინა წლების გაგრძელება, როდესაც ირღვეოდა ადამიანის უფლებები. ქვეყანაში ყვაოდა და ზენიტში ავიდა არაფორმალური მმართველობა. არც ერთი გახმაურებული საქმე არ იქნა გამოძიებული. არც აფგან მუხთარლის, არც სარალიძის, არც მაჩალიკაშვილის. მძიმე წელი მძიმე წელიწადი იყო, თუმცა, 2019-მა გაასწრო საერთოდ, აი, ამ უკნანონიბისა და ოლიგარქიული მმართველობის კუთხით"- აღნიშნა, რომან გოცირიძემ.

უმრავლესობაში, ომბუდსმენთან კითხვები უმეტეს წილად შრომის უფლებების მიმართულებით ექნებათ. მათი თქმით, საინტერესოა რამდენდად ეფექტურია ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც გენდერულ მიმართულებას ეხება. 

​"ჩემი განსაკუთრებული ყურადღბის საგანი არის, ადამიანის უფლებების მიმართულებით შრომის  უფლებები, შრომითი უსაფრთხოება. კანონი, რომელიც მივიღეთ, რამდენად ამ კანონის მიღება უკვე აისახა სახალხო დამცველის მუშაობაში, რამდენად გამოვლინდა ამ კანონის დადებითი ან უარყოფითი მხარეები. საინტერესოა ასევე გენდერული მიმართულებით, ანუ თანასწორობის მიმართულებით, ოჯახში ძალადობის კუთხით აქაც ძალიან ბევრი ნაბიჯია გადადგუმული ხელისუფლების მხრიდან და ამაში შედეგი რამდენად ეფექტური იყო"- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დღის ამბები