20 ოქტომბერი 2019,   16:27
ვრცლად
ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმის შეწყვეტის პასუხიგსმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია სახალხო დამცველს მიმართავს. ბაჩანა შენეგელია, ნინო ლომჯარიასგან საქმის შესწავლას ითხოვს. ბაჩანა შენგელიას განცხადებით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის საქმეზე გამოძიება პოლიტიკური ნიშნით მოხდა და ის პასუხისმგებლობას უშუალოდ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებს.

კერზაიას შვილი აღნიშნავს, რომ ახალი პროკურორი ია დარჯანიაა, რომელმაც საქმეზე გამოძიება 23 აგვისტოს შეწყვიტა, გიორგი გახარიასთან დაახლოებული პირია. ბაჩანა შენგელია არ გამორიცხავს, რომ საქმეზე სიმართლის დადგენისთვის ევრო სასამართლოსაც მიმართოს.

ამ საქმის შეწყვეტა იყო პირდაპირ გიორგი გახარიას ინტერესში, ვინაიდან ის რამდენიმე დღიდან ია კერზაიას საქმის შეწყვეტიდან წარადგინა პრემიერად. შესაბამისად მისის უშუალო ლობირებით და მისის კავშირების გამოყენებით მოხდა ამ პროკურორისთვის ამ საქმის ასე ვთქვათ ხელმოწერისკენ ბიძგი და შესაბამისად პირდაპირ ინტერესია გიორგი გახარიას, რომ ია დარჯანიას მოეწერა ია კერზაიას საქმის შეწყვეტაზე ხელი. ვფიქრობ, რომ ამ მიმარტულებითაც აუცილებლად სახალხო დამცველმა უნდა იმუშაოს და ვფიქრობ, რომ ეს დეტალებიც აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს ამ საქმიდან,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

 

დღის ამბები