20 ოქტომბერი 2019,   15:52
ვრცლად
„გურგიის მოამბის“ რედაქტორზე მუქარას, თბილისის მერიის თანამშრომელი ახორციელებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “გურიის მოამბის“ რედაქტორზე მუქარას, თბილისის მერიის თანამშრომელი ახორციელებდა. აღნიშნული პირი, დედაქალაქის მერიის ა(ა)იპ "ეკო სერვისში" მებაღედ მუშაობდა.

“გურიის მოამბის“ რედაქტორს ამის შესახებ, გურიის პოლიციის დეპარტამენტში განუცხადეს. იგი უწყებამ დაზარალებულად ცნო და ბრალდებულის დაკითხვის ოქმი გააცნო.  როგორც ბრალდებული ბ.მ აცხადებს, თეა იოსელიანი თბილისის მერიას დაუსაბუთებლად ადანაშაულებდა 20 ივნისის ღამის მოვლენებში, რასაც თავად თეა იოსელიანი კატეგორიულად უარყოფს.  ამასთან, ბრალდებული ბ.მ-ს განმარტებით მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, ჰყავდა თუ არა იოსელიანს შვილები.  

გურიის პოლიციის თანამშრომლების განმარტებით, ბრალდებული ფსიქიატრიულ ექსპერტიზას იტარებს, რომლის შემდეგაც გადაწყდება თუ რა აღმკვეთი ღონისძიება იქნება გამოყენებული.

დღის ამბები