14 ოქტომბერი 2019,   20:35
ვრცლად
ორაზროვანი და გაუგებარი - კონსტიტუციონალისტები სალომე ზურაბიშვილის მიერ მორატორიუმის გამოცხადებაზე

რისი თქმა უნდოდა სალომე ზურაბიშვილს მორატორიუმის გამოცხადებით - პრეზიდენტის გადაწყვეტილება კონსტიტუციონალისტებისთვის ორაზროვანი და გაუგებარია. მათთვის ქვეყნის პირველი პირის პოზიცია გაბუტვად აღიქმება. 

„მორატორიუმის გამოცხადებით, პრეზიდენტი რას გვეუბნება ჩვენ საზოგადოებას? გვეუბნება, რომ მე აღარავის შევიწყალებ. სხვათა შორის, ვადა არ უთქვამს, ანუ არასოდეს? ამითი ის უარს ამბობს თავის კონსტიტუციურ უფლებაზე, გამოიჩინოს ჰუმანურობა ან სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენოს შეწყალების უფლება? რა, გვებუტება საზოგადოებას?“ - აცხადებს კონსტიტუციური სამართლის პროფესორი
ვახტანგ ხმალაძე.  

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, ვახუშტი მენაბდე, რომელსაც აინტერესებს, როგორ აპირებს პრეზიდენტი ამ უფლებამოსილების განხორციელებას მომავალში. 

„ესეთი კითხვა ჟღერს, როგორ აპირებს პრეზიდენტი ამ უფლებამოსილების განხორციელებას მომავალში, რისთვისაც ის მორატორიუმს აცხადებს. ანუ, რაღაც უნდა მოიფიქროს, როგორ გააკეთოს გააკეთოს გააკეთოს უკეთესად. ამ თვალსაზრისით, თუ ის აპირებს ამ უფლებამოსილების სხვა შტოსთვის გადაბარებას, ეს უკვე ვთქვით, რომ სხვა შტოს ჩართვას, მაგრამ იუსტიციის სამინისტროს, აღმასრულებელი ხელისუფლების კაბინეტის მხრიდან, ეს არ იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისობა“ - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები