21 ნოემბერი 2019,   12:21
ვრცლად
ცქიტიშვილი პრეზიდენტზე: არ დავეთანხმები იმას, რომ ბოროტად გამოიყენა ეს უფლება 

"არ დავეთანხმები ამას, რომ ბოროტად გამოიყენა ეს უფლება", - ამ განცხადებით  ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პატიმრების შეწყალების საქმეს ეხმაურება.

მინისტრი ამბობს, რომ შეწყალების პროცედურა გამჭვირვალედ უნდა იყოს წარმართული, რათა მან საზოგადოებაში კითხვები არ გამოიწვიოს.  

"არ დავეთანხმები ამას, რომ ბოროტად გამოიყენა ეს უფლება. გვინდა, რომ შეწყალების პროცედურა იყოს გამჭვირვალე, იყოს სამართლიანი, გასაგები ყველასთვის და ისეთი სახით წარმართული, რომელიც ეს ქველმოქმედების აქტი არ იწვევდეს საზოგადოების კითხვებს. ამიტომ მე მივესალმები ამ შემთხვევაში ქალბატონი სალომეს ინიციატივას, რომ დროებით დააწესოს მორატორიუმი ამ პროცესზე", - ამბობს მაია ცქიტიშვილი. 

დღის ამბები