20 ოქტომბერი 2019,   20:33
ვრცლად
შეწყალების პროცედურების რეფორმების პროცესში იუსტიციის სამინისტრო ჩაერთვება

შეწყალების პროცედურების რეფორმების პროცესში იუსტიციის სამინისტრო პარლამენტთან ერთად ჩაერთვება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი, რომლის შესახებაც მზაობა დღეს პრეზიდენტმაც გამოთქვა, დროში არ გაიწელება. 

"მთავარია, რომ პროცესი შეწყალების პროცედურების რეფორმირებისა, რომლისთვისაც კიდევ ერთხელ მზაობა გამოთქვა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, არ იყოს დროში გაწელილი პროცესი, იუსტიციის სამინისტრო მზად არის პარლამენტთან ერთად ჩაერთოს ამ პროცესში, რადგან ძალიან ბევრი ინფორმაცია და კომპეტენციები, იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს სამართლიანი შეწყალების სისტემა, ინახება სწორედ პენიტენციურ სისტემაში და იმ პროფესიონალებში, ვინც ამ სისტემას ემსახურება. ამიტომ ჩვენი მხრიდანაც ვპასუხობთ, რომ მზაობაა ვიყოთ ამ რეფორმის პროცესში ჩართული", - აცხადებს თეა წულუკიანი. 

დღის ამბები