20 ოქტომბერი 2019,   15:00
ვრცლად
„მიუღებელია ჩემთვის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნა ბოლოს გაკეთებულ შეწყალებებთან დაკავშირებით“ - კახა კალაძე

„მიუღებელია ჩემთვის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნა ბოლოს გაკეთებულ შეწყალებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტის მიერ პატიმრების ბოლო შეწყალების საქმეზე.

კახა კალაძე აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით  საზოგადოებაში გამოთქმულ შეშფოთებებს საფუძველი ნამდვილად აქვს. 

„მიუღებელია ჩემთვის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნა ბოლოს გაკეთებულ შეწყალებებთან დაკავშირებით და საზოგადოების აღშფოთება, შეშფოთებას აქვს, რა თქმა უნდა, საფუძველი. როდესაც პირველად იქნა მიღებული შეწყალებებთან დაკავშირებით, ამის შემდეგ ჩვენ პრეზიდენტის განცხადება მოვისმინეთ თვითონ, რომ უყურებდა გადახედილიყო ის კანონი, რომელიც ანიჭებს უფლებამოსილებას პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაველოდოთ თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ვფიქრობ,  ზუსტად ამის გამო იქნა გადაწყვეტილება მორატორიუმთან დაკავშირებით მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები