20 ოქტომბერი 2019,   15:56
ვრცლად
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება - ამის შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ღია კარის დღეზე გააცნო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულო ხდება სამი საგნის ჩაბარება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და რაც შეეხება მესამე საგანს, ეს იქნება ან ისტორია, ან მათემატიკა. მესამე საგანი აირჩევა იმის მიხედვით თუ რომელ პროგრამაზე აქვს გადაწყვეტილი აბიტურიენტს ჩაბარება. რიგ შემთხვევებში უნივერსიტეტები თვითონ გადაწყვეტენ კონკრეტული ორი საგნიდან რომელს მიენიჭება უპირატესობა.

ცვლილებები სამედიცინო მიმართულებების ფაკულტეტებს არ შეეხება. მათ კვლავ 4 საგნის ჩაბარება მოუწევთ, 3 სავალდებულო, რომელთაგანაც ერთ-ერთი ბიოლოგია იქნება, ხოლო მე-4 აირჩევა სამი საგნიდან: მათემატიკა, ქიმია ან ფიზიკა.

ამასთან, აბიტურიენტების გრანტის მოპოვების პროცესიც იცვლება. კერძოდ, იმ პროგრამებზე, სადაც უნივერსიტეტში ჩარიცხვა სამი საგნით მიმდინარეობს, გრანტის გამოთვლაში მონაწილეობას სამივე საგანი მიიღებს, ხოლო თუ აბიტურიენტი ოთხ საგანს აბარებს ეროვნულ გამოცდებზე, ოთხივე საგნის ქულების მიხედვით განისაზღვრება მისი გრანტის მაჩვენებელი. 

პირველ კონკურსში მნიშვნელოვანი, პირველი და მეორე საგნის ქულები იქნება, ხოლო, მეორე კონკურსში მესამე და მეოთხე საგნები. შედეგად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გრანტის მოპოვების პრინციპი ორ კონკურსიანი ხდება. იქნება ორი შედეგი და აბიტურიენტი დაფინანსდება იმის მიხედვით, თუ რომელი კონკურსი გაიარა მან უფრო წარმატებით.

დღის ამბები