20 ოქტომბერი 2019,   15:57
ვრცლად
"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა არის პირდაპირი დიაგნოზი ხელისუფლების ქმედებების" - სერგი კაპანაძე 

"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა არის პირდაპირი დიაგნოზი ხელისუფლების ქმედებების" - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა, სერგი კაპანაძემ NDI-ის კვლევების შედეგებთან დაკავშირებით გააკეთა.  

კაპანაძე აცხადებს, რომ კვლევებში ნათლად არის გამოხატული, რომ მოსახლეობას გაძვირებული და ინფლაცია აწუხებს. 

"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა არის პირდაპირი დიაგნოზი ხელისუფლების ქმედებების. აქ ჩანს არა მარტო ის, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა და 49% ამას ამბობს, რაც ყველაზე მაღალი არის ისტორიულად. ასევე ჩანს, რომ მოსახლეობის 60%-ზე მეტს მიაჩნია, რომ ეკონომიკა არის ცუდ მდგომარეობაში. ჩანს, რომ მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს გაძვირებული ფასები, აწუხებს ინფლაცია. ეს არის ყველაფერი იმ აბსოლუტურად გაუაზრებელი, მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება“, ისევე როგორ იმ ძალიან მძიმე საგარეო პოლიტიკის შედეგი. ეს არის პრაქტიკულად განაჩენი ამ ხელისუფლების,“ - სერგი კაპანაძე.​

განცხადება გააკეთა საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქვეყანაში ძალაუფლების მიტაცების და ერთი ადამიანის ხელში მოქცევის მცდელობაა.   

„კონსტიტუციური პრინციპები ირღვევა, სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი, მმართველობის პრობლემაა, ძალაუფლების მიტაცების მცდელობაა, ერთი ადამიანის ხელში კონცენტრაციის მცდელობაა, სასამართლოს სერიოზული საფრთხე ემუქრება თუ ის ადამიანები გახდებიან მოსამართლეები, არის არაფორმალური ეკონომიკური მაგიდები, არსებობენ პრივილეგირებული ბიზნესმენები და ქვეყანა გადავიდა ნელ-ნელა ავტორიტარიზმის გზას დაადგა. შესაბამისად მოსახლეობამ იცის, რომ ეს გზა ნიშნავს პირდაპირი მნიშვნელობით მათ გაღარიბებას,“ - ლევან გოგიჩაიშვილი.

NDI-ის კვლევის შედეგებს არ ენდობა პარლამენტის ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე, გიორგი ლომია. თუმცა აცხადებს, რომ ფაქტია, ქვეყანა არ ვითარდება. 

„ჩვენ არ ვენდობით NDI-ის კვლევებს იმიტომ, რომ მე არასოდეს არ მინახავს და არც ვიცნობ ადამიანს, რომელსაც უნახავს NDI-ის მკვლევარი ქუჩაში და მისულიყოს და რაღაც ეკითხოს ადამიანისთვის. აქედან გამომდინარე კვლევებს არ ვენდობით, მაგრამ ქვეყანა, რომ უარესობისკენ ვითარდება ეს ფაქტია. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ბუნებრივია, ეკონომიკურადაც და ზოგადად თუ გინდათ საგარეო პოლიტიკაშიც,“ - გიორგი ლომია. 

დღის ამბები