20 ოქტომბერი 2019,   15:25
ვრცლად
ტრაგედია ზესტაფონში - სამართალდამცველებმა სახლის მეპატრონე გამოკითხეს 

მომხმარებლის დაუდევრობა თუ კომპანიის უპასუხისმგებლობა - ზესტაფონში სამართალდამცველებმა იმ სახლის მეპატრონე გამოკითხეს, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვამ ახალგაზრდა ქალისა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ბინა ქალს ახალი ნაქირავები ჰქონდა, წინასწარი ინფორმაციით, გამომწვევი მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული წლის გამათბობელი გახდა.

სოკარ ჯორჯია გაზის” იმერეთის რეგიონალური ოფისის ექსპლუატაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ალექსანდრე გაბრიჩიძე ამბობს, რომ ბინაში წყალგამაცხელებელი, ტექნიკური ნორმის დარღვევით იყო დამონტაჟებული.

„აღმოჩნდა, რომ ამ მომხარებელს სახლში ჰქონდა ტექნიკური ნორმის დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი. ვიღაცამ აიღო ელემენტალური თანხა და შეუტანა სახლში, მაპატიეთ და სიკვიდილი... თუ დააყენა ხელსაწყო, მივიდეს გაზის მეურნეობასთან, ჰკითხოს, რამდენად სწორად არის ჩემი ხელსაწყო დამონტაჟებული, რომ გამართული და უსაფრთხო იყოს“ -

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები, ძირითადად გამოიკვეთა იმ სახლებში, რომელიც გაქირავებულია.

„გამოიკვეთა ერთი მთავარი პრობლემა, ის, რომ ძირითადად ესეთი ფაქტები ხდება ისეთ სახლებში, რომელიც არის გაქირავებული, დაკეტილი და სოკარი ვერ ახერხებს შესვლას, რომ ფიზიკურად აღწეროს მდგომარეობა. ამისთვის, ჩაერთვებიან ყველა გამგეობა და ჩაერთვება ყველა ის ადამიანი, ვისაც მიუწვდება ხელი იმ ხალხზე, ვისაც დაკეტილი აქვს და გაქირავებისთვის აქვს ბინა გამზადებული“ - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

ზესტაფონში, ახალგაზრდა ქალი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილთა ცხედრები მათ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს.

 

 

დღის ამბები