20 ოქტომბერი 2019,   14:56
ვრცლად
უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების გათამაშება სტარტს დღეს აიღებს

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების გათამაშება სტარტს დღეს აიღებს. ევროპის წამყვანი გუნდები კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული თასისთვის ბრძოლას იწყებენ. 

დღეს და ხვალ ჯგუფური ეტაპის 16 შეხვედრა გაიმართება. საყოველთაო ინტერესს იწვევს ნაპოლი-ლივერპულისა და დორტმუნდი-ბარსელონას დაპირისპირება. ახალი სეზონისთვის ევროპის წამყვანმა საფეხბურთო კლუბებმა სატრანსფერო ბაზარზე განსაკუთრებით იაქტიურეს, შესაბამისად საფეხბურთო მატჩებიც დინამიური უნდა გამოდგეს. ფავორიტი რამდენიმეა, მათ შორის რასაკვირველია ლიგის მოქმედი ჩემპიონი -  ლივერპული.

ბრიტანელები დღეს ნეაპოლში სტადიო სან პაოლოზე ადგილობრივ "ნაპოლის" შეხვდებიან. ევროთასებზე გამართული ბოლო ოთხი დაპირისპირებიდან, ნაპოლიმ ლივერპულთან 1 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 2 კი დათმო. E ჯგუფის ცენტრალური დაპირისპირება 23 საათზე დაიწყება. ამავე ქვეჯგუფში ავსტრიის ზალცბურგი ბელგიის გენკს მიიღებს. საინტერესო საფეხბურთო დაპირისპირების მოლოდინში არიან დორტმუნდში, 1997 წლის უეფას სუპერთასის შემდეგ "სიგნალ იდუნა პარკზე" დორტმუნდისა და ბარსელონას პირველი დაპირისპირება გაიმართება.

მთავარი კითხვა, რომელიც ბარსელონას შემადგენლობას ეხება, ითამაშებს თუ არა ლიონელ მესი. ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით არგენტინელს ტრავმა აწუხებდა, თუმცა ამ ეტაპზე ის მზად არის სათამაშოდ, არის კიდევ ერთი ვერსია რომლის თანახმადაც მესის სერიოზული კონფლიქტი აქვს ბარსელონას ხელმძღვანელობასთან.

დორტმუნდი-ბარსელონას შეხვედრა 23 საათზე დაიწყება, ორი საათით ადრე კი ამავე ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი, მილანში, ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე ჩატარდება, ინტერნაციონალე პრაღის "სლავიის" დამარცხებას შეეცდება.

დღის ამბები