20 ოქტომბერი 2019,   15:29
ვრცლად
ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ რელიზი გამოაქვეყნა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებულ სიტუაციაზე და მონიტორინგის შესახებ რელიზი გამოაქვეყნა. ჩორჩანი-წნელისის მიდამოებში მისია 24 აგვისტოდან მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს.

მისიის რელიზში აღწერილია უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები და ამ რაიონში შეიარაღებული პირების მუდმივი გადაადგილება, რაც სიტუაციის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.

მისია, ასევე, ეხმაურება ორი გამშვები პუნქტის დაკეტვის ფაქტს. რელიზში ის შეფასებულია, როგორც ზიანის მომტანი შეზღუდვა, რომელიც ორივე მხარის მაცხოვრებლებზე ნეგატიურად აისახება.

დღის ამბები