20 ოქტომბერი 2019,   20:33
ვრცლად
"გირჩი" ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ხელნაწერების გასაჯაროებას მოითხოვს 

პოლიტიკური პარტია “გირჩი“ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ხელნაწერების გასაჯაროებას ითხოვს. იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ  დემურ დვალიშვილის ხელნაწერები შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ თუ  ვისთვის და რა ოდენობით ხდებოდა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მითითებებით სესხების გაცემა. ასევე, ხვიჩიას განმარტებით, ხელნაწერებიდან შესაძლოა გაირკვეს მიზეზი, თუ რატომ გაუფასურდა კუპონი.

ხვიჩია აცხადებს, რომ ინფორმაციას ამ მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ყოფილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძეც ფლობს.

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, აღნიშნულთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია ჰქონდეთ.

დღის ამბები