14 ოქტომბერი 2019,   20:19
ვრცლად
მეტი ქალი პოლიტიკაში - "ქართული ოცნების" ახალი ინიციატივა

"ქართული ოცნების" ახალი ინიციატივა - არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი პარტია პარლამენტს კანონპროექტს წარუდგენს, რომლის თანახმადაც, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო სიაში ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ქალს ჩასვამს, 30 პროცენტით უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებს. 

პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ინიციატივით ისინი პარლამენტს სექტემბრის ბოლოს მიმართავენ. აღნიშნული განცხადება არჩილ თალაკვაძემ დღეს რუსთავში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას გააჟღერა.  



დღის ამბები