14 ოქტომბერი 2019,   19:29
ვრცლად
პირველი ქართველი ქალი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში იმსახურებს

ქეთა ოთარაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ქალია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გახდა. 27 წლის ქართველი ქალი, უკვე 2 წელზე მეტია ამერიკაში ცხოვრობს.

მან ბევრი იშრომა, რათა არმიაში სამსახურისთვის ყველა გამოცდა წარმატებით ჩაებარებინა. მას მალევე მიენიჭა, E-4 რანგის სპეციალისტის სტატუსი. პირველ ეტაპზე ქეთა ოთარაშვილი ქვედანაყოფის მომარაგების სპეციალისტი იქნება.

კარანტინის დასრულებისთანავე, სამხედრო სამსახურის ახალ საფეხურზე გადავა. 10 კვირის დასრულების შემდეგ კი ფიცის დადების ცერემონია გაიმართება და მომდევნო 3 წელი ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში იმსახურებს.

ფოტო: "ამერიკის ხმა"

დღის ამბები