14 ოქტომბერი 2019,   19:12
ვრცლად
ცრუ შეტყობინება შსს-ში - მოპარული მანქანა, გადამალული აღმოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  ინფორმაცია მოპარული მანქანის შესახებ არ დადასტურდა. უწყებაში 12 სექტემბერს შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან Mitsubishi Pajero-ს ფირმის ავტომობილი მოიპარეს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა ფ.ს-მ სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგო მიღების მიზნით, საკუთარი ავტომობილი მეგობრის ავტოაფარეხში გადამალა. ინფორმაციას ადასტურებს ფ.ს-ს მეგობარი და ავტოფარეხის მფლობელი ა.ა-ც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილის ქურდობაზე გაკეთებული შეტყობინების შემდეგ  საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ საქართველოს საზღვარი მალევე დატოვა.

დღის ამბები