20 ოქტომბერი 2019,   16:10
ვრცლად
ნოდარ ხადურს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს და ყოფილ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ცოტა ხნის წინ  ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლიდან სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

ამ წუთებში სიონის საკათედრო ტაძარში ნოდარ ხადურის  ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები იკრიბებიან. ცოტა ხნის წინ ადგილზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ასევე თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია მივიდნენ.

ნოდარ ხადური რამდენიმე დღის წინ 49 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ყოფილი ფინანსთა მინისტრი 2012 წლიდან 2016 წლის ნოემბრამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა. 2016 წლის 1 დეკემბრიდან ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი გახდა. პარალელურად ყოფილი ფინანსთა მინისტრი კითხულობდა ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. ნოდარ ხადურს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.

დღის ამბები