20 ოქტომბერი 2019,   20:20
ვრცლად
ლაფანყურში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ექიმის თქმით, 32 წლის კაცი კომატოზურ მდგომრეობაში იმყოფებოდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

შეგახსენებთ, გვიან ღამით სოფელ ლაფანყურში, ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ხეს შეეჯახა და ამობრუნდა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გადმოყვანილია ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ერთი სამწუხაროდ, შემოყვანისთანავე გარდაიცვალა, მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მეორე პაციენტი სტაციონარში რჩება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ, მდგომარეობა სტაბილურია."- ამბობს ექიმი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები