16 ოქტომბერი 2019,   15:45
ვრცლად
ავარია ლაფანყურში - დაშავებულია ორი ადამიანი

თელავის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს ორი ადამიანი დაშავდა.

ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც, სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. შედეგად დაშავდა მძღოლი და მანქანაში მჯდომი ერთი მგზავრი.

ორივე დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები