20 ოქტომბერი 2019,   21:38
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტრო მარია ზახაროვას განცხადებას ეხმაურება

საგარეო საქმეთა სამინისტრო მარია ზახაროვას განცხადებას ეხმაურება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოკუპირებულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს „შემდგარი სახელმწიფოები“ უწოდა.  

საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის, განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების „სახელმწიფოებრიობაზე“ საუბარი არის ცინიზმი და მიზნად ისახავს დღეს არსებული მძიმე სიტუაციისგან ფოკუსის გადატანას სხვა განზომილებებზე.

კონსტანტინიდის თქმით, საქართველო ურყევად ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას მაშინ, როდესაც საოკუპაციო ხაზზე აღიმართება მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები. უწყება მიიჩნევს, რომ რუსეთი აღნიშნული განცხადებით ცდილობს, უკანონო ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის დაფარვას.  

12 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შემდგარ სუვერენულ სახელმწიფოებად მიაჩნია. მარია ზახაროვამ დასავლეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობაში, ვაშინგტონი და ბრიუსელი კი არსებული რეალობას იგნორირებაში დაადანაშაულა. 

დღის ამბები