20 ოქტომბერი 2019,   20:38
ვრცლად
ცნობილი ამერიკელი ფოტოჟურნალისტი ჩარლი კოული გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი ფოტოჟურნალისტი ჩარლი კოული 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ისტორიაში ტიანმანის მოედანზე 1989 წლის 5 ივნისს გადაღებული ფოტოთი შევიდა.  

ფოტოზე ჩანს ადამიანი, რომელიც ტანკების კოლონას წინ გადაუდგა. როგორც ფოტოგრაფი იხსენებს, ის ელოდა, რომ ტანკები აქციის მონაწილეს გადაუვლიდნენ, თუმცა უცნობი კაცი სიტუაციას ორმა პირმა გაარიდა. ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანის ვინაობა და ბედი კი ამ დრომდე უცნობია.

ამერიკელი ფოტორეპორტიორის მიერ Newsweek-თვის გადაღებული  ეს ნამუშევარი 1990 წელს წლის ფოტოდ აღიარეს. 

1989 წელს ჩინეთში ტიანმანის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები ანტისამთავრობო ლოზუნგებით გამოდიოდნენ. ისინი კომუნისტური ხელისუფლებისგან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას მოითხოვდნენ.
 

დღის ამბები