20 ოქტომბერი 2019,   20:29
ვრცლად
ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.  

ამ დროისთვის უცნობია, სად გააგრძელებს საქმიანობას ნათია მეზვრიშვილი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ის  მთავრობის ადმინისტრაციაში იმუშავებს. აღნიშნულს  უარყოფს თავად მეზვრიშვილი. 

ცოტა ხნის წინ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შს მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე განიხილებოდა, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებდა. 

ნათია მეზვრიშვილმა შს მინისტრის მოადგილისა და საპარლამენტო მდივნის თანამდებობა 2017 წელს დაიკავა.  

დღის ამბები