20 ოქტომბერი 2019,   22:53
ვრცლად
ესპანეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს

ესპანეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში ესპანეთმა დაძაბულ ბრძოლაში ავსტრალია 95-88 დაამარცხა.

შეხვედრის ძირითადი დრო 71:71 დასრულდა, ოვერტაიმში კი უკეთ ესპანელებმა ითამაშეს. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო ავსტრალიელთა ლიდერი პატი მილსი, რომელმაც საკუთარ გუნდს 34 ქულა შესძინა.

ესპანელთა შემადგენლობაში გამორჩეული იყო მარკ გასოლი, რომელმაც 33 ქულა დააგროვა.    

დღის ამბები