20 ოქტომბერი 2019,   15:39
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტი აფხაზური სცენარის განვითარების საშიშროებას ხედავს

უკრაინის პრეზიდენტი აფხაზური სცენარის განვითარების საშიშროებას ხედავს. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი შიშობს, რომ დონბასის რეგიონში სამშვიდობოების განთავსების შემთხვევაში ოკუპირებული აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის სცენარი განმეორდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ფორუმზე "იალტის ევროპული სტრატეგია YES-2019" გამოსვლისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამშვიდობოები დონბასში  შესაძლოა მხოლოდ უკრაინა-რუსეთის საზღვარზე განლაგდნენ და მათ გამყოფ ხაზზე განთავსებას არ განიხილავს.

"მე დონბასში სამშვიდობოების თემას სიფრთხილით ვუყურებ. ვიცი, რომ წინა მთავრობაში ეს საკითხი განიხილებოდა. მე ვფრთხილობ, რადგან არ მსურს, რომ დონბასში აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის სცენარი განმეორდეს,"- აცხადებს ვლადიმერ ზელენსკი.

დღის ამბები