20 ოქტომბერი 2019,   15:28
ვრცლად
"მოსკოვსა და მინსკს შორის ურთიერთობებში ყირიმის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების საკითხი სირთულეებს არ ქმნის"-ლავროვი

რუსეთსა და ბელორუსს შორის ურთიერთობებში ის ფაქტი, რომ მინსკმა ოფიციალურად არ აღიარა ყირიმი რუსეთის ფარგლებში და არ აღიარა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, სირთულეებს არ ქმნის - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ გაზეთ "ტრუდთან" ინტერვიუში განაცხადა. 

"გაეროში მინსკი თანმიმდევრულია და მუდამ ხმას არ აძლევს აშკარა პროვოკაციულ რეზოლუციებს, ისეთებს, როგორებიცაა "ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება" და " აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსის შესახებ". ამგვარად, ჩვენს დიალოგში რაიმე სირთულეებზე საუბარი არ არის", - განაცხადა სერგეი ლავროვმა 

დღის ამბები