20 ოქტომბერი 2019,   20:06
ვრცლად
ეთერ ლიპარტელიანი ახალგზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

ფინეთში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატში ქართველმა ქალმა ძიუდოისტმა გაიმარჯვა.

ეთერ ლიპარტელიანი ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი და შესაბამისად, ოქროს მედალი მოიპოვა. 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იტალიელი სილვია პელიტერისი იპონით დაამარცხა. ფინალამდე კი ხორვატ, ჰოლანდიელ და გერმანელ ძიუდოისტებს აჯობა.

ოქროს მედალი ასევე მოიპოვა გიორგი თუთაშვილმა, მან ფინალში მოლდოვას წარმომადგენელ ადილ ოსმანოვს დამატებით დროში იპონით აჯობა, ფინალამდე კი სლოვენიელი, ლატვიელი, ჰოლანდიელი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები დაამარცხა.

დღის ამბები