20 ოქტომბერი 2019,   14:55
ვრცლად
სტიქია ბაჰამის კუნძულებზე - 1300 ადამიანი ისევ დაკარგულად ითვლება 

სტიქია ბაჰამის კუნძულებზე - ქარიშხალ "დორიანის" შედეგად, 1300 ადამიანი ისევ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას BBC საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მისივე ცნობით, სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გასულ კვირას გაუჩინარებული ადამიანების რაოდენობა 2500 იყო, თუმცა მოგვიანებით შემცირდა, რადგან მათი ნაწილი  თავშესაფრებში აღმოჩნდა.

ბოლო ინფორმაციით, ბაჰამის კუნძულებზე სტიქიას 50 ადამიანი ემსხვერპლა. ქარიშხალი "დორიანი" ბაჰამის კუნძულებს 1 სექტემბერს დაატყდა თავს.

15 ათასი მოქალაქე ამ დრომდე თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტიქიის შედეგად დაზარებულ ბაჰამის კუნძულებს 4 მილიონი ამერიკული დოლარი გამოუყო. 

დღის ამბები