20 ოქტომბერი 2019,   16:52
ვრცლად
„მოსამართლეთა შერჩევის პროცესს პირადად ვადევნებდი თვალს" - კარლ ჰარცლერი  

მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ევროკავშირის ელჩი აფასებს. კარლ ჰარცლერი პირადად აკვირდებოდა აღნიშნულ პროცესებს და იმედოვნებს, რომ პარლამენტი ითამაშებს დიდ როლს, რათა შეირჩეს მაღალი პიროვნული და პროფესიული სტანდარტების მქონე მოსამართლეები.

ევროკავშირის ელჩის განმარტებით, საყურადღებოა ეუთოს ოდირის მონიტორინგიც, სადაც გამოთქმულია წუხილი პროცესის ხარისხთან დაკავშირებით. 

„მოსამართლეთა შერჩევის პროცესს პირადად ვადევნებდი თვალს. შეხვედრები სამუშაო ფორმატში აქტიურად მიმდინარეობდა. ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი ითამაშებს დიდ როლს, რათა შეირჩეს მაღალი პიროვნული და პროფესიული სტანდარტის მქონე მოსამართლეები. საყურადღებოა ასევე ეუთოს ოდირის მონიტორინგიც, სადაც წუხილია გამოთქმული პროცესის ხარისხთან დაკავშირებით. მე უკვე დავიწყე ქართული მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრები, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან პარლამენტის როლს ამ პროცესებში“, - განაცხადა კარლ ჰარცლერმა.  

დღის ამბები