23 სექტემბერი 2019,   09:17
ვრცლად
13 წლიანი წაუგებელი სერია ფრანგებთან შეწყდა

ყველასათვის მოულოდნელად, ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად დაემშვიდობა ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრები. ამერიკელმა პროფესიონალებმა 1/4-ფინალში საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან 10 ქულიანი სხვაობით, 79-89 წააგო.

პირველი მეოთხედი ფრედ, 18:18 დამთავრდა, დიდ შესვენებამდე კი მცირე სათამაშო უპირატესობას ევროპელები დაეუფლნენ და მეტოქეს 6 ქულით, 27-21 აჯობეს. მესამე მეოთხედში ამერიკელებმა ტემპს მოუმატეს და თამაში უკვე გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა ბოლო პერიოდში შესანიშნავად იასპარეზეს ფრანგებმა და საბოლოოდ, 89-79 გაიმარჯვეს კიდეც. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 29 ქულა ამერიკელმა დონოვან მიჩელმა დააგროვა. მან ასევე 5-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი და 4 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა საკუთარ აქტივში. მისმა თანაგუნდელებმა - მარკუს სმარტმა 11, ხოლო კემბა უოლქერმა 10 ქულა მოაგროვეს. მეტოქე გუნდიდან კი ივან ფურნიე გამოირჩეოდა 22 ქულით. აღნიშვნის ღირსია ასევე რუდი გობერიც. "იუტა ჯაზის" ცენტრ-ფორვარდმა 21 ქულა მოიპოვა და ფარიდან ასხლეტილი ბურთი 16-ჯერ მოხსნა. 18 ქულით დასაფასებელია ფენერბახჩეს შემტევი გამთამაშებელი ნანდო დე კოლოც, ხოლო ფანკ ტილიკინამ 11 ქულა ჩააგდო.

გუშინვე მეორე მეოთხედფინალში ავსტრალიის ნაკრებმა დიდი ანგარიშით, 82-70 ჩეხეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა.

დღის ამბები