23 სექტემბერი 2019,   09:31
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას ანაკლიაში წარადგენს

“თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ანაკლიაში, დღის 12 საათზე საზოგადოებას, ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას წარუდგენს. მამუკა ხაზარაძე დღეს პირველად დაასახელებს საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებსა და მათთან ერთად, ორგანიზაციიის მიზნებზე ისაუბრებს.

წინასწარი ინფორმაციით, ხაზარაძის ახალ საზოგადოებრივ მოძრაობაში სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს ვიხილავთ, მათ შორის - ეკონომისტებს, ბიზნესმენებს, იურისტებს, მეცნიერებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.

“რუსთავი2“-ის Facebook გვერდი, ანაკლიიდან პირდაპირ ეთერს, დღის 12 საათზე შემოგთავაზებთ.

დღის ამბები