22 სექტემბერი 2019,   12:09
ვრცლად
გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს - ადგილზე გუბერნატორი ჩავიდა 

გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. შეიარაღებული ჯარისკაცები ე.წ. საზღვართან რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ. შაბათ-კვირის შესვენების შემდეგ, უკვე ორი დღეა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების, მავთულხლართებისა და რკინის ბოძების დამონტაჟება, აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცველებიც. 

გუგუტიანთკარში დღეს პირველად ჩავიდა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული. გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილზე ეცნობა შექმნილ ვითარებას. 

დღის ამბები