23 სექტემბერი 2019,   09:30
ვრცლად
გახარია წადი! - ბახმაროში სამოქალაქო აქტივისტებმა მთაზე ბანერი გამოფინეს

გახარია წადი! - ბახმაროში ფერიცვალების ტრადიციულ დღესასწაულზე გამართული დოღის მიმდინარეობისას სამოქალაქო აქტივისტებმა მთაზე ბანერი გამოფინეს. ამ საპროტესტო ტრანსპარანტით შეხვდნენ ოპონენტები სახალხო ზეიმზე ჩასულ ხელისუფლების წარმომადგენლებს.

"ქართული ოცნების" ოპონენტები აცხადებენ, რომ არ დაიღლებიან და ყველგან გააპროტესტებენ 20 ივნისის სისხლიანი დარბევის ავტორის, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელში ყოფნას. 

„ყოველთვის უნდა შევახსენოთ გახარიას და ივანიშვილს, რომ საქართველოს ღალატი არავის არ გაუვა, საქართველოს პატრიოტებისთვის თვალის დათხრა არავის არ გაუვა და არავის არ შერჩება, ამიტომ დღესაც ამოვედით აქ, ამ დღესასწაულზე და ამავდროულად, ვეუბნებით გახარიას „არას და წადის“, სწორედ იმიტომ რომ მოხდეს ფერისცვალება და საქართველოს ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი,“ - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

ბახმაროში იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე.

„ბანერი გამოვკიდეთ, სადაც წერია „გახარია წადი“ და აბსოლუტურად, სადაც ისინი მივლენ, ყველგან მივალთ, ყველგან დავდგებით და ვეტყვით ხელისუფლებას, რომ ისინი არიან ყაჩაღები, ისინი არიან მკვლელები და არიან ადამიანები, რომლებმაც ახალგაზრდებს თვალები დათხარეს“ - განაცხადა დავით მჟავანაძემ.

 

დღის ამბები