19 სექტემბერი 2019,   14:20
ვრცლად
პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა - გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

„დისკრედიტაციის მცდელობაა პრეზიდენტის, ინტენსიურად მიმდინარეობს და ეს არ შეჩერდება,“ - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას სალომე ზურაბიშვილის მიმართ. პრეზიდენტი უმცირესობის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებზე რეაგირების არქონის გამო გახდა. 

გია ვოლსკი ამბობს, რომ დღეს ისე ხატავენ სურათს, თითქოს ხელისუფლება და პრეზიდენტი მიმდინარე მოვლენებს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.  

გია ვოლსკი-ის სურათის შედეგი

„ისე ხატავენ სურათს, თითქოს და იმ პერიოდში, როდესაც ჩააბარეს საქართველოს დიდი ნაწილი რუსეთის საოკუპაციო ძალას, თავს იწონებდნენ იმით, რომ CNN-ზე და სხვა საერთაშორისო ახალი ამბების გადაცემაში საქართველოს თემა იყო პირველი და პრიორიტეტული. თითქოს ეს არის თემა, რომლითაც უნდა ებრძოლოს ხელისუფლება ოკუპაციას. გაცილებით უფრო რთული თემაა, გაცილებით უფრო მძიმეა მემკვიდრეობა და გაცილებით უფროა დიდია დანაშაული, დანაშაული თუ დანაშაულებრივი შეცდომები, რომელიც იმ ხალხმა ჩაიდინა, ვინც ცდილობს დღეს, რომ სიტუაცია ისე დახატოს, თითქოს ხელისუფლება, პრეზიდენტი სათანადო ყურადღებას არ აქცევს ამ საკითხებს“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” მდივანი, ნინო წილოსანი ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტს, გუგუტიანთკარში მიმდინარე ვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრება საჯაროდ, დროულად გაეკეთებინა. წილოსანი ვარაუდობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს. 

ნინო წილოსანი-ის სურათის შედეგი

„ვისურვებდი, რომ მას საჯაროდ დაეფიქსირებინა და რაც შეიძლება დროულად გაკეთებინა განცხადება, თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად გააკეთებს ამ განცხადებას უახლოეს მომენტში. გამიჭირდება მისი დუმილის მიზეზი გამოვიცნო, ასე ვთქვათ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის დუმილის მიუხედავად, გარკვეულ მოქმედებებს აკეთებს, რა თქმა უნდა, კომუნიკაციაზე იქნება ხელისუფლებასთანაც და მუდმივად იღებს ინფორმაციას, რა ხდება ამ სოფელში და ზოგადად, ოკუპაციის მიმართებით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ის დროულად გააკეთებს განცხადებას,“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები