19 სექტემბერი 2019,   14:32
ვრცლად
ანაკლიის პორტის პროექტი, ფაქტობრივად, შეჩერებულია - დარგის სპეციალისტები რუსეთის ინტერესებზე საუბრობენ

ანაკლიის პორტის პროექტი და მთავრობის განცხადებები - დარგის სპეციალისტები ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ პროექტის ჩაშლა მიზანმიმართულად მიმდინარეობს.

მათთვის მიუღებელია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბოლო განცხადებაც, რომელიც უწყებამ ანაკლიის კონსორციუმიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლის შემდეგ გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კონტი ჯგუფს“ კონსორციუმში მხოლოდ ფორმალური ფუნქცია ჰქონდა და არასდროს ყოფილა ჩართული რეალურად პროექტის განხორცილებაში. ინფრასტრუქტურის სამინიტრომ ანაკლიის კონსორციუმი სიცრუეშიც დაადანაშაულა.

"ვითარების იმდაგვარად წარმოჩენა, თითქოს "კონტი ჯგუფის" გასვლის შემდეგ, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, არ შეესაბამება რეალობას", - წერია განცხადებაში.

ფინანსისტებსა და ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ხელისფლებას ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩაშლა აქვს გადაწყვეტილი და მსგავსი განცხადებები გზავნილია პოტენციური ინვესტორების დასაფრთხობად.

ანალიტიკოსები „კონტი ჯგუფის“ ანაკლიის კონსორციუმიდან გასვლას ხელისუფლების არასტაბილურ მიდგომას და კონსორციუმთან მუდმივ დაძაბულობას უკავშირებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით დასმული კითხვებიც არარელევანტურია, შედეგად კი ანაკლიის პროექტი ფაქტობრივად შეჩერებული, რაც მათივე განცხადებით, მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის.

"კურიერის" ინფორმაციით, ანაკლიის განვითრების კონსორციუმი ინფრასტრუქტურის სამინიტროს განცხადებით ორშაბათს უპასუხებს.

დღის ამბები