09 აპრილი 2020,   15:04
ვრცლად
ვაშლის მოსავალი უწყლობის გამო სრულიად განადგურებულია - სოფელ ზეღულეთის მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა აწუხებთ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღულეთში მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. სოფელ ზეღულეთის მაცხოვრებლებს სარწყავი წყლის პრობლემა აწუხებთ.

მათ არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ და როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ვაშლის მოსავალი უწყლობის გამო სრულიად განადგურებულია.

„უწყლობის გამო, ხედავთ რა მდგომარეობაა. ეს პრობლემა გვაქვს, რაც ძირითადად, არის წყლისგან, არ გვაქვს სოფელს წყალი, არც საწყავი გვაქვს,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დავით ბაქრაძის თქმით, მოსახლეობის ძირითად შემოსავალს სწორედ ვაშლის ბაღებისგან მიღებული სარგებელი წარმოადგენს.

„პრობლემას აღრმავებს ისიც, რომ  წყლის პრობლემა კი არ დგას, უსამართლობის პრობლემაა, იმიტომ, რომ მაგალითად, აქვე გვერდზე, ადგილობრივი დეპუტატის ბაღს წყალი მიეწოდება. ამიტომ, როდესაც საუბრობს ჩვენი ხელისუფლება, რომ სოფელი ფეხზე დააყენა და მიხედა, მე მოვუწოდებ მათ, ჩამოვიდნენ და ნახონ, რა მდგომარეობაში არიან ადგილობრივი მოსახლეობა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები