19 სექტემბერი 2019,   15:28
ვრცლად
ხანძარი ოდესაში, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა - უკრაინის ხელისუფლებამ სასტუმროებისა და სანატორიუმების შემოწმება დაიწყო 

ოდესაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ სასტუმროებისა და სანატორიუმების შემოწმება გადაწყვიტა. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ხანძრის გამო, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა, სასტუმროს მეპატრონე პასუხს აგებს.

პოლიცია მომხდარის სამ ძირითად ვერსიას განიხილავს. ესენია - ხანძრის გაჩენა მკვლელობის დაფარვის მიზნით, უსაფრთხოების წესების დარღვევა და სასტუმროს სტუმრების დაუდევრობა.

ხანძარი ორსართულიანი სასტუმროს სამრეცხაო ოთახში ღამით გაჩნდა. დაღუპულთა გარდა, დაშავდა 10 ადამიანი. ხანძრის ლიკვიდაციას 3 საათი დასჭირდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები