20 ოქტომბერი 2019,   16:50
ვრცლად
"ნოვიჩოკით" მოწამვლის მორიგი შემთხვევა ბრიტანეთში - ნივთიერების კვალი ერთ-ერთი პოლიციელის სისხლში აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში "ნოვიჩოკითმოწამვლის მორიგი შემთხვევა გამოვლინდა - ნეიროტოქსიკური ნივთიერების კვალი ერთ-ერთი პოლიციელის სისხლში აღმოაჩინეს.

კონტრტერორისტული სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული სამართალდამცველი ქალაქ სოლსბერიში, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეზე მუშაობდა. მის ვინაობას სკოტლანიარდი არ ასახელებს.
თავდასხმა ყოფილი რუს აგენტსა და მისი ქალიშვილზე 2018 წლის მარტში განხორციელდა.

საერთო ჯამში დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსული "ნოვიჩოკით" მოწამვლის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი.

დღის ამბები