22 სექტემბერი 2019,   12:47
ვრცლად
ყაჩაღური თავდასხმა საქართველოს ბანკის ფილიალზე-პოლიციამ ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა.
დაკავებულია 1 პირი.

გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული 8 აგვისტოს, თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხა, იარაღის მუქარით გაიტაცა ფული და მიიმალა. სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან რამდენიმე თბილისში დააკავეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

დღის ამბები